დილა, რუი მოტა
Aa
Aa

4-ჯერ დიდი ხელფასი - დილას მწვრთნელი სომხეთში წავიდა

CrystalSport-ის ცნობით, საფეხბურთო კლუბ გორის „დილას'' მთავარმა მწვრთნელმა რუი მოტამ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა, სომხური „ნოასგან'' ფინანსურად გაცილებით უკეთესი წინადადება მიიღო და კარიერის სომხურ კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა. მოტა სომხურ კლუბში დაახლოებით 4-ჯერ დიდ ხელფასს მიიღებს.

რუი მოტას ახალი გუნდი „ნოა'' გასულ სეზონში სომხეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

მოგვიანებით, გორის „დილამ'' მოტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„ძვირფასო გულშემატკივრებო, გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რუი მოტამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა . კლუბი ცდილობდა დაერწმუნებინა მთავარი მწვრთნელი დარჩენაში, მაგრამ, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი გახდა, ვინაიდან მან გამოიყენა კონტრაქტით გათვალისწინებული მუხლი, რომელიც კლუბის დატოვების უფლებას უტოვებდა, აღნიშნული პუნქტის შეტანა მან ხელშეკრულებაში თავიდანვე მოითხოვა.

მასთან ერთად გუნდს მწვრთნელის ასისტენტი ემანუელ რიბეირო დატოვებს. ვამაყობთ ჩვენი კლუბითა და ჩვენი ქალაქით, ვფიქრობთ რომ იყო გორის „დილას'' ნაწილი არის პრივილეგია და არა ვალდებულება. ჩვენ მადლობას ვუხდით რუის და ემანუელს ,,დილაში" გატარებული დროის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმისთვის, ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალ საქმიანობაში.

ამ პერიოდისთვის ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბის მომავალი მწვრთნელის რამდენიმე უცხოელი პრეტენდენტიდან საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ, რათა კლუბის ამბიციური მიზნები, რომელიც ამ სეზონში დავისახეთ ბოლომდე მივიყვანოთ. კლუბის სკაუტინგის დეპარტამენტი მფლობელებთან ერთად ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს გუნდის პოზიციური გაძლიერებისთვის 2-4 მოთამაშით შესავსებად. აღნიშნულ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას კლუბი ოპერატიულად მოგაწვდით''.

45 წლის მოტა „დილას'' მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით „დილამ'' კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 18-დან 11 მატჩი მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 დათმო. 18 ტურის შემდეგ „დილა'' 39 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს'' 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრებს სენსაციების მოხდენა შეუძლია - ყენია გერმანულ მედიასთან
საქართველოს ნაკრებს სენსაციების მოხდენა შეუძლია - ყენია გერმანულ მედიასთან