კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ესპანეთის პროკურატურამ ანჩელოტის 5 წლით დაკავება მოითხოვა

ესპანეთის პროკურატურამ კარლო ანჩელოტისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. საქმე საგადასახადო დანაშაულს ეხება.

იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის პროკურატურამ მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. საქმე ეხებოდა საიმიჯო კონტრაქტებიდან მიღებულ შემოსავალს, რომლისთვისაც ანჩელოტი გადასახადებს არ იხდიდა და სწორედ თავის არიდების ბრალდებასთან გვაქვს საქმე.

პროკურატურის ინფორმაციით, ანჩელოტიმ 2014-2015 წლებში 1 მილიონ ევროზე მეტი გადასახადები დამალა.

El Mundo-ს ცნობით, პროკურატურამ იტალიელის მიმართ სასჯელის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

გამომძიებლების თქმით, ანჩელოტი საიმიჯო შემოსავლებს ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მეშვეობით მალავდა. კომპანია Vapia Limited-ის მეშვეობით კარლომ „რეალისგან“ საიმიჯო უფლებებისთვის ორ მილიონ ევროზე მეტი მიიღო. გარდა ამისა, იმავე კომპანიის მეშვეობით, მადრიდელთა მწვრთნელმა რამდენიმე კონტრაქტზე ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 2,5 მილიონი ევროა.

პროკურორები თვლიან, რომ ანჩელოტიმ საგადასახადო თაღლითობა ჩაიდინა და 2014 წელს 386,361,93 ევრო, ხოლო 2015 წელს 675,718,76 ევრო დამალა. პირველი დანაშაულისთვის მათ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს, მეორისთვის - 3 წლით.

ანჩელოტის ადვოკატი აღნიშნავს, რომ კარლომ საჭირო გირაო უკვე გადაიხადა, რაც ბრალდების არც ერთ დოკუმენტში არ იყო ასახული. ამასთან დაკავშირებით ადვოკატები ითხოვენ სასწრაფოდ განიხილონ პროკურატურის მოთხოვნები სასჯელის შემცირების მიმართულებით, ვინაიდან ანჩელოტიმ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაფარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ გაგიკვირდეთ, საქართველო პლეიოფში რომ გაიყვანოს“ | კვარა USA Today-ის რჩეულებში
„არ გაგიკვირდეთ, საქართველო პლეიოფში რომ გაიყვანოს“ | კვარა USA Today-ის რჩეულებში