ფრენკი დე იონგი, რონალდ კუმანი
Aa
Aa

კონფლიქტი დე იონგის გამო - კუმანი ბარსელონას დაუპირისპირდა

რამდენიმე დღის წინ, ნიდერლანდების ნაკრებისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა, რომ კოჭის ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად რონალდ კუმანმა განაცხადში „ბორუსიას“ ფეხბურთელი იან მაატსენი შეიყვანა, თუმცა ნიდერლანდელების დამრიგებელმა ხმაურიანი განცხადებებისგან თავი არ შეიკავა და დე იონგის არყოფნაში პირდაპირ „ბარსელონას“ სამედიცინო შტაბი დაადანაშაულა.

კუმანი თვლის, რომ „ბლაუგრანას“ ექიმები შეცდნენ და დე იონგს არასწორი მეთოდებით უმკურნალეს, რის გამოც მოთამაშემ, რომელიც წესით და რიგით მაისის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო, გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და სავარაუდოდ, კიდევ ერთი თვე მოუწევს სარებილიტაციოს კურსის გავლა. ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტიც - მიუხედავად იმისა, რომ მისი ნიდერლანდელი ფეხბურთელი კონტინენტის პირველობაზე ვერ ითამაშებს, „ბარსელონა“ უეფასგან კომპენსაციის სახით 100 ათას ევროს მაინც მიიღებს. რეგულაციების თანახმად, უეფა თითოეულ კლუბს მისი რომელიმე წევრის სანაკრებო შეკრებაზე გატარებულ ერთ დღეში 10 ათას ევროს უხდის, დე იონგმა კი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან ერთად ათი დღე ივარჯიშა.

2018 წლიდან მოყოლებული ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში გამართულ 54 შეხვედრაში ფრენკი დე იონგის ანგარიშზე 2 გოლია. საკლუბო კარიერის მანძილზე კი „აიაქსის“ შემადგენლობაში ერედივიზიონი და ნიდერლანდების თასი, „ბარსელონასთან“ ერთად კი ესპანეთის ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრს ვცდილობდი, მაგრამ...“ - დე იონგი ევროს გამოტოვებს
„ბევრს ვცდილობდი, მაგრამ...“ - დე იონგი ევროს გამოტოვებს