ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

„ბევრს ვცდილობდი, მაგრამ...“ - დე იონგი ევროს გამოტოვებს

ნიდერლანდების ნაკრებს ევრო 2024-ზე გამოსვლა დიდი დანაკლისით მოუწევს. „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ტრავმის გამო ტურნირზე ვერ ითამაშებს.

ინფორმაცია თავად 27 წლის ნახევარმცველმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„სევდიანი და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ევროზე ვერ ვითამაშებ. ბოლო დროს ბევრს ვცდილობდი, მაგრამ ჩემს კოჭს რეაბილიტაციისთვის მეტი დრო სჭირდება. ფინალურ ტურნირზე შენი ეროვნული გუნდის სახელით თამაში უდიდესი პატივი და ოცნებაა. ახლა მე ისევე როგორც მთელი ნარინჯისფერი ლეგიონი , ჩვენს ნაკრებს გვერდიდან ვუქომაგებ. მიდით ბიჭებო“.

დე იონგმა კოჭის ტრავმა „ბარსას“ მაისურით ლა ლიგაში მიიღო. მედშტაბი მის დაბრუნებას 1 თვეში ვარაუდობდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე დიდხანს გაიწელა.

რონალდ კუმანმა დე იონგის ნაცვლად ევროს განაცხადში „დორტმუნდის“ განაპირა მცველი იან მაატსენი შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები ევროზე D ჯგუფში საფრანგეთთან, პოლონეთთან და ავსტრიასთან ერთად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მსაჯებმა წაგვაგებინეს“ - მონტელა მარცხს არბიტრებს აბრალებს
„მსაჯებმა წაგვაგებინეს“ - მონტელა მარცხს არბიტრებს აბრალებს