ბრინოლი:
Aa
Aa

ბრინოლი: "წინ წავედი, თვალები დავხუჭე, დავარტყი და..."

გასული შაბათ-კვირის მთავარი სპორტული მოვლენა "ბენევენტოსა" და "მილანის" დაპირისპირება იყო.

შეხვედრის 96-ე წუთზე მასპინძელთა მეკარემ ალბერტო ბრინოლიმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და თავის გუნდს სეზონში პირველი ქულა მოუტანა.

შეხვედრის შემდეგ ბრინოლიმ პირველი კომენტარი გააკეთა: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბოლო წუთზე "მილანის" საჯარიმოში ჩავიდოდი და გადამწყვეტ გოლს გავიტანდი. ვაგებდით და ბოლო წუთი იყო, დასაკარგიც არაფერი გვქონდა, ამიტომ წინ წავედი, თვალები დავხუჭე, დავარტყი და გავიტანე".

აქვე გეტყვით, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში "ბენევენტომ" 15 ტურის შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები