ზიდანის თავსატკივარი - "სევილიასთან" მატჩამდე "რეალს" დიდი პრობლემები შეექმნა
მადრიდის "რეალმა" "ბილბაოსთან" შეხვედრის (0-0) შემდეგ ქულების დაკარგვასთან ერთად ძირითადის ერთბაშად 3 მოთამაშეც დაკარგა.
მომდევნო ტურში სამეფლო კლუბი "სევილიას" უმასპინძლებს და ზინედინ ზიდანს ამ მატჩისთვის დიდი ცვლილებების განხორციელება მოუწევს.
სერხიო რამოსს, დანიელ კარვახალსა და კაზემიროს დისკვალიფიკაცია აქვთ.
კარვახალი და კაზემირო ყვითელი ბარათების გამო თითო მატჩს გამოტოვებენ, რამოსმა კი შესაძლოა ერთ მატჩზე მეტი გააცდინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ელ კლასიკოში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.
ზიზუს მოუწევს, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი "სევილიას" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს.