საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

FC 24 - როგორია ნაკრების და ფეხბურთელების რეიტინგი

პოპულარულ სპორტულ სიმულატორ EA FC 24-ში საქართველოს ნაკრები ოფიციალურად დაემატა. 6 ივნისს, თამაშის შემქნელებმა ევრო 2024-ის განახლება გამოუშვეს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიცაა შეყვანილი.

თუმცა, განახლებაში შემადგენლობა ჯერ არასრულია. განაცხადს 4 ფეხბურთელი აკლია - გიორგი გველესიანი, გიორგი წიტაიშვილი, გაბრიელ სიგუა და ჯიმი ტაბიძე. ასევე, შემადგენლობაში გვხვდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ვილი სანიოლმა განაცხადში არ შეიყვანა - ალექსანდრე კალანდაძე.

რაც შეეხება რეიტინგებს, შეტევაში ჩვენი გუნდის საერთო რეიტინგი 75 არის, ნახევარდაცვაში 70, დაცვაში კი - 68.

ფეხბურთელების რეიტინგი ასე გამოიყურება:

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ცნობილ საფეხბურთო სიმულატორში ისტორიაში პირველად დაემატა, თუმცა, უცნობია, იქნება თუ არა ჩვენი გუნდი თამაშის მომდევნო ვერსიაში, ანუ FC 25-ში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები