რა მოხდა 2013 წელს? გრიზმანი ფაქტიურად
Aa
Aa

რა მოხდა 2013 წელს? გრიზმანი ფაქტიურად "არსენალში" იყო, მაგრამ...

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა თავისი კარიერის მნიშვნელოვანი მონაკვეთი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას "არსენალში" გადასვლა შეეძლო.

"დაუსრულებლად ველოდებოდი და ველოდებოდი, მაგრამ მათგან არაფერი ისმოდა. ჩემმა აგენტმა "არსენალს" კიდევ ერთხელ დაურეკა და მას უთხრეს, რომ არსენ ვენგერი ინტერესს კვლავ იჩენდა, შემდეგ კი მოცდა გვთხოვეს. ბოლოს ისე მოხდა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე "არსენალმა" გვაცნობა, რომ ისინი "სოსიედადს" წინადადებას არ გაუკეთებდნენ. არ მომწონს, როდესაც დანაპირებს არ ასრულებენ. შემდეგში ლონდონელები კვლავ დაინტერესნენ ჩემი შეძენით, თუმცა აგენტს ვაცნობე, რომ მათთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით".

ანტუან გრიზმანმა 2013 წელს მომხდარი ზემოხსენებული ისტორია საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანის დაწუნების შემდეგ, "არსენალმა" მესუთ იოზილი შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები