გიორგი მამარდაშვილი, ალექს რემირო
Aa
Aa

სოსიედადის მეკარემაც გამოარჩია | მამარდა რემიროს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში

ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონი დასრულდა და „სოსიედადის“ საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე ალექს რემირო გახდა. სპეციალური ჯილდოს მიღების შემდეგ, რემიროს ლა ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრების დასახელება სთხოვეს და ესპანელმა კიპერმა გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.

ბასკების მეკარის ტოპ 11 ასე გამოიყურება: გიორგი მამარდაშვილი, დანი კარვახალი, პაუ კუბარსი, რობინ ლე ნორმანდი, მიგელ გუტიერესი, მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო, ბრაის მენდესი, სავიო, ვინისიუს ჟუნიორი, არტიომ დოვბიკი.

როგორც მოგეხსენებათ, მამარდაშვილი „ვალენსიას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სანტიაგო კანისარესმაც გამოარჩია. მისი თქმით, გიორგი არის მეკარე, რომელმაც 2023/24 წლების სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა და სეზონის სიმბოლურში სწორედ ამიტომ შეიყვანა.

ცნობისთვის, მამარდაშვილმა ლა ლიგის 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 41 გოლი გაუშვა. ქართველმა მეკარემ კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა და სეზონი 106 სეივით დაასრულა. მისმა კარგმა თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია და ბოლო პერიოდში, „ნიუკასლსა“ და „ჩელსიზე“ აქტიურად იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარაცხელია
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარაცხელია