თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსის გამარჯვება ოვერტაიმში - შენგელიას 11 ქულა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა „ვირტუსსა“ და „ვენეციას“ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც მასპინძლებმა 103:89 გაიმარჯვეს.

შესვენებამდე თამაში ისე მიდიოდა, რომ ბოლონიელების მოგებას საფრთხე წესით არ უნდა დამუქრებოდა, რადგან მათ მეტოქე პირველ მეოთხედში ორი, მეორეში კი 13-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს. თუმცა, ვენეციელებმა ამის შემდეგ სიტუაცია გამოასწორეს და დაცვაში საიმედო თამაშის ხარჯზე ჩამორჩენა აღმოფხვრეს, რის შედეგადაც ძირითადი დრო ფრედ, 86:86 დასრულდა.

დიდი უპირატესობის გაბათილების მიუხედავად, თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ფსიქოლოგიური სიძლიერე აჩვენეს და დამატებით ხუთწუთეულში მოწინააღმდეგეს 17:3 აჯობეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა და მატჩი 11 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 მოხსნით დაასრულა. თოკომ ექვსიდან ორი ორქულიანი, ორიდან ერთი სამიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. ბურთი სამივე შემთხვევაში დაცვაში თამაშისას მოხსნა, მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მეტოქის შეტევა ორჯერ ჩაჭრა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მომდევნო, მეორე მატჩი ისევ ბოლონიაში კვირას, 26 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო - ბოლონიამ სერია მოიგო და ნახევარფინალშია
შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო - ბოლონიამ სერია მოიგო და ნახევარფინალშია