მერაბ დვალიშვილი, პაულო კოსტა
Aa
Aa

„შენი ჭიდაობა რომ ვისწავლო, ყველას მოვუგებ“ | მერაბისა და კოსტას შეხვედრა

UFC-ის მებრძოლმა, პაულო კოსტამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მერაბ დვალიშვილსაც ვხედავთ. ამჯერად, ბრაზილიელის საჭმელი „მანქანამ“ მოიპარა და კოსტას საკუთარი ჭიდაობის სწავლებაც შესთავაზა.

„პაულოს საჭმლის გამო, ბევრს ვიმატებ. მინდა, წონა მოვიმატო და კოსტას წონით დივიზიონში ავიდე“, - ამბობს მერაბი.

„შენი ჭიდაობა რომ ვისწავლო, ყველას დავამარცხებ და ხაბიბივით ვიქნები“, - აცხადებს ბრაზილიელი მებრძოლი, რაზეც დვალიშვილი პასუხობს: „შენი საიდუმლო წვენი დამალევინე და ჩემი ჭიდაობის საიდუმლოებებს გაჩვენებ“.

მერაბი და კოსტა თავიანთი საიდუმლო იარაღების გაცვლაზე შეთანხმდნენ და ვიდეოს სრულდება წარწერით: „ისინი არ არიან მზად პაულო კოსტასთვის, რომელსაც მერაბის უნარები აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მებრძოლი მომდევნო ჩხუბს 2 ივნისს გამართავს და UFC 302-ზე ყოფილ ჩემპიონს, შონ სტრიკლენდს დაუპირისპირდება. მერაბის მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველომ გერმანია დაამარცხა - ბრინჯაოს მედალი გუნდურ ჩათვლაში
საქართველომ გერმანია დაამარცხა - ბრინჯაოს მედალი გუნდურ ჩათვლაში