მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„რთული იქნება, მაგრამ მგონია მერაბი მოიგებს“ | UFC-ის მებრძოლის ვარაუდი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ადრიან იანესმა მერაბ დვალიშვილზე და შონ ომალიზე ისაუბრა. იანესმა „შუგასა“ და „მანქანის“ პოტენციურ საჩემპიონო ბრძოლასთან დაკავშირებით, პროგნოზი გააკეთა და ქართველი მებრძოლის გამარჯვება ივარაუდა.

„რთული ბრძოლა იქნება და შესაძლოა, ისეთი ჩხუბი ვიხილოთ, როგორიც მერაბს ჟოზე ალდოსთან ჰქონდა. დვალიშვილმა ბრაზილიელი პარტერში ვერ გადაიყვანა, მაგრამ მაინც მოიგო. არაა გამორიცხული, ომალისთანაც იგივე მოხდეს, თუმცა ისიც შესაძლებელია, დვალიშვილმა შუგას თეიქდაუნი შეუსრულოს და ომალი მთელი ჩხუბის განმავლობაში წამოდგომას ცდილობდეს.

პროგნოზის გაკეთება რომ მთხოვოთ, მერაბის გამარჯვებას ვივარაუდებ, რადგან გვინახავს მომენტები, როცა დვალიშვილს მტკივნეული დარტყმა მიუღია, მაგრამ ბრძოლას არ გამოთიშულა და სასურველი შედეგი დაუფიქსირებია. არ ვიცი, ომალის გრეპლინგი როგორია და არ ვიცი, შუგა მერაბის ტემპს გაუმკლავდება თუ არა“.

შეგახსენებთ, რომ „მანქანას“ ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს და 2018 წლის შემდეგ არ წაუგია. დვალიშვილმა ბოლო ბრძოლებში 3 ყოფილ ჩემპიონს მოუგო და ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველომ გერმანია დაამარცხა - ბრინჯაოს მედალი გუნდურ ჩათვლაში
საქართველომ გერმანია დაამარცხა - ბრინჯაოს მედალი გუნდურ ჩათვლაში