საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, საბა ინანეიშვილი
Aa
Aa

„შეხვედრა ჩემი კარნახით მიდიოდა, მაგრამ...“ - ინანეიშვილი ტრავმასა და კრპალეკთან ბრძოლაზე

აბუ-დაბიში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, მძიმე წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. გურამ თუშიშვილმა ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა, სამწუხაროდ, სამხრეთ კორეელ მინჯონგ კიმთან იპონით დამარცხდა. მეორე ძიუდოისტი, საბა ინანეიშვილი მეორე წრეში ორგზის ოლიმპიურ და ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან, ლუკას კრპალეკთან ტექნიკური იპონით დამარცხდა.

ინანეიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას დასანანი ტრავმა მიიღო. საბას მხარი ამოუვარდა, რის გამოც შეხვედრას ჩაეხსნა და გამარჯვებაც ჩეხ ძიუდოისტს დარჩა. ქართველი მძიმეწონოსანი დარბაზიდან მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

ინანეიშვილი დღის ბოლოს კვლავ დარბაზში დაბრუნდა და გურამ თუშიშვილს ფინალში ადგილიდან უგულშემატკივრა. „კრისტალსპორტმა“ საბასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ძიუდოისტი მიღებულ ტრავმასა და კრპალეკთან ბრძოლის სცენარზე გვესაუბრა.

საბა ინანეიშვილი:

საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური შეჯიბრი 4 მედლით დაასრულა - 2 ოქრო 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მსოფლიო ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ.) მოიპოვა. ამასთან, ჩვენმა დელეგაციამ ვაჟთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები