ჩაბი ალონსო, ჯან პიერო გასპერინი, ადემოლა ლუკმენი
Aa
Aa

ლევერკუზენს უშანსოდ მოუგეს - ატალანტა ევროპა ლიგის გამარჯვებულია

ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს ბერგამოს „ატალანტა“ და „ლევერკუზენი“ დაუპირისპირდნენ. ცოტა თუ ივარაუდებდა მსგავს სცენარს - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა დაუმარცხებელ მეტოქეს უშანსოდ 3:0 მოუგო.

გასპერინიმ ჩაბი ალონსოს ტაქტიკური დუეტი ულაპარაკოდ მოუგო და ეს ყველაფერი საწყისი 15 წუთის შემდეგ ნათლად ჩანდა.

ადემოლა ლუკმენმა მე-12 და 26-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და „ლევერკუზენი“ რთულ, მაგრამ ნაცნობ სიტუაციაში ჩავარდა.

მეორე ტაიმში ჩაბი ალონსომ ცვლილებები განახორციელა, თუმცა მისმა გუნდმა თამაშის დაბრუნება ვერ შეძლო.

75-ე წუთზე ლუკმენმა კარიერაში თავისი პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩს წერტილი დაუსვა. „ბაიერის“ „ქამბექი“ ამჯერად არ შედგა.

ამრიგად, „ატალანტამ“ 61 წლიანი უტიტულო სერია დაასრულა, „ლევერკუზენს“ კი 51 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაუსრულა.

ბერგამოელები უეფას სუპერ თასის ფინალში მადრიდის „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.


Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული
      ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული