ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, ნიკოლა იოკიჩი, ჯამალ მიურეი
Aa
Aa

მინესოტას ისტორიული მატჩი | მოქმედი ჩემპიონი პლეიოფს გამოეთიშა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას ახალი ჩემპიონი ეყოლება. ლარი ობრაიენის სახელობის თასის მოქმედი მფლობელი, „დენვერ ნაგეთსი“ ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას გამოეთიშა და „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ სერიაში 3:4 დამარცხდა.

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრაში „დენვერი“ მასპინძლის სტატუსით იყო და მატჩი შესანიშნავად დაიწყო. „ნაგეთსი“ დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდა და ისტორია მის მხარეს იყო - 53:38. NBA-ის პლეიოფების მე-7 შეხვედრაში, პირველი ნახევრის მინიმუმ 15 ქულით მოგების შემდეგ, თამაში არავის წაუგია, მაგრამ „მინესოტამ“ სასწაული მოახდინა.

„ტიმბერვულვზმა“ მე-3 მეოთხედი 28:14 მოიგო, ბოლო პერიოდში კი მეტოქეზე 9-ით მეტი ქულა ჩააგდო და 98:90 იმარჯვა. „მინესოტას“ რიგებში გამორჩეული კარლ-ენტონი თაუნსი იყო - 23 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი. ჯეიდენ მაკდანიელსმა 23 ქულა დააგროვა, ენტონი ედვარდსმა - 16. „დენვერის“ მხრიდან 35 ქულით ჯამალ მიურეი გამოირჩა. ნიკოლა იოკიჩს 34 ქულა, 19 მოხსნა და 7 ასისტი ჰქონდა.

ამრიგად, „მინესოტა“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდება და საკუთარი კედლების უპირატესობა ექნება. აღმოსავლეთ კონფერენციას რაც შეეხება, „ინდიანა პეისერსმა“ სერიის მეშვიდე შეხვედრაში „ნიუ იორკ ნიქსს“ მოუგო და ფინალში „ბოსტონ სელტიქსზე“ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუს 12 გოლი - ბრწყინვალე სეზონი შესანიშნავი გოლით დაასრულა
ბუდუს 12 გოლი - ბრწყინვალე სეზონი შესანიშნავი გოლით დაასრულა