ნიკოლოზ ბასილაშვილი, ზორმან და სილვა
Aa
Aa

ზორმანს მოუგო - ბასილაშვილი სკოპიეს ჩელენჯერის კვალიფიკაციის ფინალშია

სკოპიეს ჩელენჯერის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ზორმან და სილვას დაუპირისპირდა და უმარტივესად 6:1 6:1 დაამარცხა.

პირველი სეტი ბრაზილიელმა გახსნა და პირველივე გეიმი მოიგო, თუმცა ამის შემდეგ ზედიზედ 6 გეიმი წააგო, მათ შორის სამი საკუთარი ჩაწოდება და სეტი ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ და სილვას ბასილაშვილის ჩაწოდებაზე არცერთი ბრეიკ პოინტი არ ქონდა.

თითქმის იდენტური სცენარით წარიმართა მეორე სეტი. ქართველმა ჩოგბურთელმა ამჯერად 2 ბრეიკი შეასრულა, რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, სკოპიეს ჩელენჯერის კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 917-ე ნომერს, ტაივანელ რეი ჰოს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 20 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები