VAR-ი გაუქმდება? | პრემიერ ლიგის გუნდების რეზოლუცია
ვიდეო რეფერის სისტემა მრავალი წელია საფეხბურთო სამყაროში დაინერგა, მაგრამ ბოლომდე გამართული მაინც არ არის.
VAR-ს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და არ არსებობს საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს.
როგორც ჩანს, ვიდეო რეფერის სისტემა ყველაზე მეტად პრემიერ ლიგაში არ მოსწონთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნსტეინი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ პრემიერ ლიგის კლუბები კენჭს უყრიან VAR-ის გაუქმების წინადადებას მომავალი სეზონიდან.
„ვულვერჰემპტონის“ მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი რეზოლუცია VAR-ის გაუქმების შესახებ დღის წესრიგში 6 ივნისს დადგება.
როგორც ცნობილია, ნებისმიერი წესის ცვლილებას ხმათა უმრავლესობის(2/3) თანხმობა სჭირდება. პრემიერ ლიგაში 20 გუნდი თამაშობს და ვიდეო რეფერის სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ მხარს 20-დან მინიმუმ 14 გუნდი დაუჭერს.
???? EXCLUSIVE: Premier League clubs to vote on proposal to scrap VAR from next season. Resolution formally submitted by Wolves to abolish system + will be on agenda at June 6 AGM. Any rule change needs 2/3s majority (14 of 20 members) to pass @TheAthleticFC https://t.co/QXK5ZgP0Ht
— David Ornstein (@David_Ornstein) May 15, 2024