გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ნიუკასლის სკაუტი რაიო ვალეკანოსთან გამართულ მატჩს დაესწრო | მამარდა მთავარი სამიზნეა

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „მესტალიაზე“ „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, „მამარდამ“ კი შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ესპანური გამოცემის, Relevo-ს ინფორმაციით, „რაიო ვალეკანოსთან“ გამართულ მატჩს „ნიუკასლის“ სკაუტი დაესწრო და მამარდაშვილს დააკვირდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „კაჭკაჭების“ წარმომადგენლები ესპანეთში ჩადიან და „ვალენსიას“ შეხვედრებს ესწრებიან. იმავე Relevo-ს ცნობით, მიმდინარე სეზონში მსგავსი რამ მინიმუმ 5-ჯერ მოხდა.

როგორც ირკვევა, მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, მაგრამ ინგლისელებს ალტერნატიული ვარიანტიც ჰყავთ, Relevo-ს მიხედვით, „კაჭკაჭები“ აარონ რამსდეილის გარშემო შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდებიან. „მამარდას“ სანაცვლოდ „ჩე“ მინიმუმ 35-40 მილიონ ევროს მოითხოვს, „არსენალი“ კი მზადაა, რამსდეილს 30 მილიონად შეელიოს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლის“ ინტერესზე Marca-მაც დაწერა და გვაუწყა, რომ გიორგი „კაჭკაჭების“ მთავარი სამიზნეა. ქართველ ფეხბურთელს „ღამურებთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? | მსურველი კლუბების სია იზრდება
მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? | მსურველი კლუბების სია იზრდება