ნიკოლა იოკიჩი, ჯამალ მიურეი, აარონ გორდონი
Aa
Aa

იოკიჩის საოცარი მატჩი | დენვერმა მინესოტას მესამედ მოუგო და სერიაში დაწინაურდა

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „დენვერ ნაგეთსი“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ სერიაში დაწინაურდა. ნიკოლა იოკიჩის გუნდმა საწყისი ორი მატჩი წააგო, მაგრამ ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 შეხვედრაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

„დენვერი“ მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესი იყო. „ნაგეთსმა“ პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგო, მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე კი უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. ბოლო პერიოდში, „მინესოტამ“ თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 97:112 დამარცხდა.

„დენვერის“ რიგებში ბრწყინვალე იყო ნიკოლა იოკიჩი - 40 ქულა, 7 მოხსნა, 13 ასისტი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება, 0 დაკარგვა. მოქმედ კალათბურთელთა შორის, „ჯოკერი“ მესამეა, რომელსაც პლეიოფში მინიმუმ 10 პასი ისე ჰქონდა, რომ ბურთი არ დაუკარგავს. მის გარდა, ეს ჯამალ მიურეისა და კრის პოლს გაუკეთებიათ. აარონ გორდონს 18 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, კენტავიუს კალდუელ-პოუპმა და ჯამალ მიურეიმ 16-16 ქულა დააგროვეს. „მინესოტას“ მხრიდან საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი იყო - 23 ქულა, 6 მოხსნა. ცუდი მატჩი ჰქონდა ენტონი ედვარდსს, რომელმაც 15-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და 18 ქულა დააგროვა. რუდი გობერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 18 ქულა, 11 მოხსნა.

ცნობისთვის, „დენვერისა“ და „მინესოტას“ სერიის მე-5 თამაშში „ტიმბერვულვზის“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩი 17 მაისს, თბილისის დროით, 04:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, საწადელს მივაღწევთ - ლორიამ ევრო 2024-ზე ისაუბრა
თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, საწადელს მივაღწევთ - ლორიამ ევრო 2024-ზე ისაუბრა