მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა“ | დვალიშვილი ავტოავარიაში მოყვა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ავტოავარიაში მოყვა. „მანქანამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, მომხდარის დეტალებზე მოკლედ ისაუბრა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.

„რამდენიმე საათია, რაც ნიუ იორკში ვარ და უკვე სერიოზულ ავტოავარიაში მოვყევი. Uber-ით ვმგზავრობდი და ჩვენს მანქანას რამდენიმე ავტომობილი დაეჯახა. აი, ამ მანქანაში ვიჯექი. დარტყმა მივიღე, მაგრამ კარგად ვარ. ყველაფერი კარგადაა, ყველანი უსაფრთხოდ ვართ“, - ამბობს დვალიშვილი.

მერაბი ინდოეთში იმყოფებოდა და აშშ-ში ახლახან დაბრუნდა. დვალიშვილს დაზიანებები არ მიუღია და თავს კარგად გრძნობს. ქართველი მებრძოლი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მთავარი პრეტენდენტია და დიდი ალბათობით, მომდევნო ბრძოლას შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ „მანქანას“ ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს და 2018 წლის შემდეგ არ წაუგია. დვალიშვილმა ბოლო ბრძოლებში 3 ყოფილ ჩემპიონს მოუგო და ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უეფამ მარჩინიაკი ევრო 2024-ის გახსნით მატჩს ჩამოაშორა - მიზეზი დე ლიხტის სკანდალური მომენტია
უეფამ მარჩინიაკი ევრო 2024-ის გახსნით მატჩს ჩამოაშორა - მიზეზი დე ლიხტის სკანდალური მომენტია