ენტონი ედვარდსი, ნიკოლა იოკიჩი, აარონ გორდონი
Aa
Aa

დენვერის დიდი დაბრუნება | მინესოტასთან სერიაში ანგარიში თანაბარია

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „დენვერ ნაგეთსმა“ საშინაო კედლებში წაგებული ორი მატჩის შემდეგ, „მინესოტა ტიმბერვულვზს“ სერიაში ანგარიში გაუთანაბრა. „დენვერმა“ სტუმრად გამართული მეორე შეხვედრაც მოიგო და მე-5 თამაში საკუთარ კედლებში ელოდება.

მესამე მატჩის მსგავსად, „ნაგეთსს“ უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში ჰქონდა. „დენვერმა“ პირველი ტაიმი 15 ქულით მოიგო და მეორე ნახევარში „მინესოტას“ ჩამორჩენის აღმოფხვრის საშუალება არ მისცა - 115:107.

„დენვერის“ რიგებში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო - 35 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება. აარონ გორდონმა 12-დან 11 ბურთი ჩააგდო და 27 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა. ჯამალ მიურეის ანგარიშზე 19 ქულა იყო. „მინესოტას“ მხრიდან 44 ქულით ენტონი ედვარდსი გამოირჩა, მაგრამ თანაგუნდელები ვერაფრით დაეხმარნენ. კარლ-ენტონი თაუნსმა 18-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო, რუდი გობერმა კი 11 ქულა მიითვალა.

„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლა მთავარია, საკუთარი პარკეტის უპირატესობა შევინარჩუნოთ. პირველი და მეორე თამაშის წაგებამ უფრო ძლიერი გაგვხადა და მეტად გაგვაერთიანა. დარტყმა მივიღეთ და დავბრუნდით“, - განაცხადა „ჯოკერმა“ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ „დენვერისა“ და „მინესოტას“ სერიაში ანგარიში თანაბარია - 2:2. მომდევნო შეხვედრა „ნაგეთსის“ საშინაო არენაზე გაიმართება და თბილისის დროით, 15 მაისს, 06:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის მორიგი გოლი - მეცმა უპირატესობა შეხვედრის მიწურულს გაანიავა
მიქაუტაძის მორიგი გოლი - მეცმა უპირატესობა შეხვედრის მიწურულს გაანიავა