რამაზ ზოიძე
Aa
Aa

ჭიდაობა | ზოიძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა - ხვალ კიდევ 2 ლიცენზიის მოლოდინში

სტამბოლში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც თითოეული წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიადის დარჩენილი 3-3 ლიცენზია თამაშდება.

67 კგ კატეგორიაში რამაზ ზოიძემ ნახევარფინალში ჩინელ ლის 10:0 მოუგო და პარიზის ოლიმპიადის საგზური გაინაღდა. ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.

77 კილოგრამში იური ლომაძემ და 87 კილოგრამში ლაშა გობაძემ თავიანთი შეხვედრები დათმეს და ხვალ ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ, რომლის მოპოვების შემთხვევაშიც ოლიმპიადის საგზურებსაც გაიფორმებენ.

აქვე გეტყვით გეტყვით, რომ 11-12 მაისს ოლიმპიური ლიცენზიები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გათამაშდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ 4 ქართველ მოჭიდავეს აქვს გაფორმებული: ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილს, თავისუფალ სტილით ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუსოფობია აქვს და არც მალავს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილზე
„რუსოფობია აქვს და არც მალავს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილზე