ჰარი კეინი, პოლ სქოულზი, ტომას ტუხელი, ტიერი ანრი
Aa
Aa

სქოულზი: ამპარტავნობაა იმაზე ფიქრი, რომ რეალთან კეინს გაიყვან და მოიგებ

„რეალისა“ და „ბაიერნის“ ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, ტომას ტუხელს ყველა აკრიტიკებს, ვისაც ამის საშუალება აქვს. საქმე ეხება ჰარი კეინის მოედნიდან გაყვანას, რის შემდეგაც „რეკორდმაისტერმა“ ორი გოლი გაუშვა და თავად მომენტების გამოყენება ვერ შეძლო.

„გარკვეული თვალსაზრისით, თითქმის ამპარტავნულია იფიქრო, რომ შეგიძლია შენი მთავარი ბომბარდირი, შენი მთავარი იარაღი, მოედნიდან გაიყვანო და რეალი მისსავე მოედანზე მაინც დაამარცხო“,

- განუცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა TNT Sports-ს.

ტუხელის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ტიერი ანრიც:

„თამაში 90 წუთი გრძელდება. თქვენ უნდა ითამაშოთ 90 წუთი, ეს მარტივია. ეს არ ნიშნავს, რომ საკმარისია გოლის გატანა პირველ ორ წუთში, თამაშის შუაში ან ბოლოს. თამაში გრძელდება 90 წუთს და მადრიდის რეალთან ერთად თქვენ ამას ნამდვილად გრძნობთ.ასეთ მატჩში კეინს ვერ შეცვლი, რადგან რეალთან თამაშობ. თქვენ არ თამაშობთ, მაპატიეთ, მიკი მაუსის გუნდის წინააღმდეგ. ეს არის რეალი და მათ იციან როგორ მოიგონ ამ გზით (ბოლო წუთებზე).აქ იღბალი არაფერ შუაშია, ეს მადრიდის რეალია. წერტილი“.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კეინმა 32 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანისარესი: “თუ ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, ეს სერიოზული პრობლემაა“
კანისარესი: “თუ ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, ეს სერიოზული პრობლემაა“