ბერისო: "არ მიყვარს ჩემზე საუბარი და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა"
"სევილიას" არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო ბერისომ Marca-სთან საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.
"დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. უამრავი ადამიანი მწერდა. ცნობილები და არაცნობილებიც, ასევე მომწერა "სევილიას" პრეზიდენტმაც. თავს კარგად ვგრძნობ. მესმის, რომ ჩემს დაავადებას ყურადღება უნდა მივაქციო, თუმცა ვცდილობ, რომ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. ექიმების რჩევებს ვითვალისწინებ და ყველაფერს ვაკეთებ რაც საჭიროა. არ მიყვარს ჩემზე საუბარი და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა".
შეგახსენებთ, რომ 48 წლის სპეციალისტს ადრეული სტადიის პროსტატის კიბო დაუდგინეს.