ლუკა დონჩიჩი, ჯეილენ ბრაუნი, კაირი ირვინგი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, დერიკ უაითი, კრისტაპს პორზინგისი
Aa
Aa

NBA-ის პლეიოფები | ბოსტონმა და ოკლაჰომამ მეორე რაუნდი გამარჯვებით დაიწყეს

NBA-ის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების პირველმა ნომრებმა, „ბოსტონ სელტიქსმა“ და „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ პლეიოფების მეორე რაუნდი გამარჯვებებით დაიწყეს. „ბოსტონმა“ „კლივლენდ კავალიერსს“ მოუგო და 120:95 იმარჯვა, „ოქეისიმ“ კი ლუკა დონჩიჩის „დალას მავერიქსი“ დაამარცხა - 117:95.

„ბოსტონმა“ კრისტაპს პორზინგისის გარეშე იასპარეზა და ჯეისონ ტეიტუმის არც თუ ისე კარგი მატჩის მიუხედავად, „კავსს“ შანსი მაინც არ დაუტოვა. „სელტიქსმა“ ყველა მეოთხედი მოიგო და სერიაში დაწინაურდა - 1:0.

„ბოსტონის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 32 ქულა ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო. დერიკ უაითს 25 ქულა ჰქონდა და 11-დან 7 სამქულიანი გამოიყენა. ტეიტუმმა 19-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო და თავი 18 ქულას მოუყარა, ჯრუ ჰოლიდეი კი 14 ქულით გამოირჩა. „კლივლენდის“ რიგებში საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო - 33 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი. ევან მობლიმ 17 ქულა და 13 მოხსნა გააკეთა.

„ოკლაჰომასა“ და „დალასის“ მატჩს რაც შეეხება, „ოქეისიმ“ პირველი ტაიმი 9 ქულით მოიგო და „მავერიქსის“ გაქცევას, რომლის შემდეგაც „თანდერის“ უპირატესობა 1 ქულამდე დავიდა, სათანადოდ უპასუხა. „ოკლაჰომას“ რიგებში ყველაზე მეტი, 29 ქულა შეი-გილჯეს ალექსანდერმა გააკეთა. ჩეტ ჰოლმგრენს 19 ქულა ჰქონდა, ჯეილენ უილიამსს - 18. „დალასის“ მხრიდან 20 ქულით კაირი ირვინგი გამოირჩა, დონჩიჩმა შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის „ბოსტონისა“ და „კლივლენდის“ სერიის მეორე შეხვედრა 10 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 03:00-ზე დაიწყება, 05:30-ზე კი „ოკლაჰომასა“ და „დალასის“ თამაშს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამართლიანი გადაწყვეტილება: მიქაუტაძის წითელი ბარათი გაუქმდა
სამართლიანი გადაწყვეტილება: მიქაუტაძის წითელი ბარათი გაუქმდა