ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, ნიკოლა იოკიჩი, რუდი გობერი, ჯამალ მიურეი, აარონ გორდონი
Aa
Aa

მოქმედი ჩემპიონი მძიმე მდგომარეობაშია | მინესოტამ დენვერს მეორე თამაშიც მოუგო

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „დენვერ ნაგეთსი“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პლეიოფის მეორე რაუნდში, „დენვერის“ მეტოქე „მინესოტა ტიმბერვულვზი“ გახლავთ და „ნაგეთსს“ საკუთარი კედლების უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ საშინაო არენაზე გამართული ორივე მატჩი წააგო.

პირველ შეხვედრაში „მინესოტამ“ 106:99 იმარჯვა, გამთენიისას კი მეორე მოგება იზეიმა და „დენვერს“ შანსი არ დაუტოვა - 106:80. „ტიმბერვულვზი“ რუდი გობერის გარეშე იყო, რომელმაც „ნაგეთსთან“ პირადი მიზეზების გამო ვერ ითამაშა. გობერის არყოფნის მიუხედავად, „მინესოტა“ შეუდარებელი იყო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

„ტიმბერვულვზს“ კარლ-ენტონი თაუნსმა და ენტონი ედვარდსმა ულიდერეს, რომლებმაც 27-27 ქულა დააგროვეს. ნიკელ ალექსანდერ-უოკერსა და ნაზ რიდს 14-14 ქულა ჰქონდათ. „დენვერის“ რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა აარონ გორდონმა დააგროვა. ნიკოლა იოკიჩმა 16 ქულა, 16 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა, მაგრამ მის პასივში 4 დაკარგვა იყო. საშინლად იასპარეზა ჯამალ მიურეიმ, რომელმაც 18-დან მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდო და მატჩი 8 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, დენვერში გამართული ორი მატჩის შემდეგ, სერია მინესოტაში გადაინაცვლებს და ამ გუნდების მე-3 შეხვედრას 10 მაისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუქეტმა შეცდომა აღიარა და მიქაუტაძისთვის წითლის გაუქმებას ითხოვს
ბუქეტმა შეცდომა აღიარა და მიქაუტაძისთვის წითლის გაუქმებას ითხოვს