ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„ვოლკმა სერიოზული შეცდომა დაუშვა“ | რა თქვა ევლოევმა ილიაზე

UFC-ის მებრძოლი, მოვსარ ევლოევი BADAEV PODCAST-ის სტუმარი იყო და ილია თოფურიაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ევლოევმა „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ვოლკმა“ სერიოზული შეცდომა დაუშვა.

„იყო თუ არა ვოლკის მხრიდან შეცდომა ასე სწრაფად დაბრუნება? 2015 წელს, ერთ-ერთი სპარინგისას ტვინის შერყევა მივიღე და 6 თვის განმავლობაში სავარჯიშო ტომარასთან მიახლოების უფლება არ მომცეს, დარტყმების მიღებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მკურნალობის პროცესს გავდიოდი, რათა მაქსიმალურად სწორ დროს დავბრუნებულიყავი. გვინახავს მოკრივეები, რომლებიც რამდენიმე ძლიერი დარტყმის მიღების შემდეგ, იმავე სიძლიერის დარტყმას ვეღარ უმკლავდებიან და მეშინოდა, რომ მეც ასე დამემართებოდა. სწორედ ამიტომ, უდიდეს სიფრთხილეს ვიჩენდი და ძალიან გამიკვირდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციის ჩემპიონმა და Pound for Pound რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა ასეთი შეცდომა დაუშვა.

ისლამ მახაჩევთან ბრძოლაში ალექსი უმძიმეს ნოკაუტში გაგზავნეს და ორმაგად მძიმე სიტუაციაა, როცა ფეხით განხორციელებულ ნოკაუტზეა საუბარი. მგონია, რომ ვოლკანოვსკიმ მარტო ტვინის შერყევა კი არ მიიღო, ჰემატომაც განუვითარდა. თოფურიასთან ბრძოლისას აშკარა იყო, რომ თავად ვოლკსაც არ სჯეროდა, რომ კარგად შეეძლო ჩხუბი და რისიც ეშინოდა, ზუსტად იმით დააფინიშეს.

მოახდინა თუ არა თოფურიამ ჩემზე შთაბეჭდილება? სისულელე იქნება იმის თქმა, თითქოს არაფერი უჩვენებია. კარგი სამუშაო გასწია და თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ილიასთვის ყველაზე არასაჭირო და უხერხული მეტოქე ვარ და ამას თვითონაც ხვდება. მთავარია, სატიტულო ჩხუბამდე მივაღწიო და აუცილებლად დავამტკიცებ, რომ ასეა. რა აზრის ვარ მის ტურნეზე? ისიამოვნოს მოგებით! როცა ასეთი დონის ოცნება გიხდება, ყველაფრის უფლება გაქვს".

ცნობისთვის, ევლოევს კარიერაში 18 ბრძოლა გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. UFC-ში ის 2019 წლიდან ასპარეზობს და ბოლო ჩხუბში არნოლდ ალენს მოუგო, რის შემდეგაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წითელი კი არა, ყვითელსაც არ იმსახურებდა“ | მეცში მიქაუტაძის ეპიზოდზე ისაუბრეს
„წითელი კი არა, ყვითელსაც არ იმსახურებდა“ | მეცში მიქაუტაძის ეპიზოდზე ისაუბრეს