ბაჩანა არაბული
Aa
Aa

პოკერთან ახლოს იყო - არაბულის ჰეთ-თრიკი სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის K ლიგა 2-ში „ჩონნამ დრეგონზი’’ შინ „გიონნამთან’’ 1:3 დამარცხდა. გამარჯვებულთა ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან გოლები 34-ე, 52-ე და 71-ე წუთებზე შეაგდო. პოკერის შესრულებაც შეეძლო, თუმცა ახლო მანძილიდან ვერ შეაგდო.

61-ე წუთზე არაბულს ყვითელი ბარათი უჩვენეს, მე-5 დამატებულ წუთზე შეცვალეს.

არაბულის თანაგუნდელი ზურაბ მუსელიანია, რომელიც თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.

30 წლის არაბული უნგრეთსა და საბერძნეთში გატარებული წლების შემდეგ ავსტრალიურ „მაკარტურსა’’ (2022-23) და უზბეკურ „ნეფთჩიში’’ (2023) თამაშობდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კორეულ კლუბს შეუერთდა, K ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში მის აქტივში 4 გოლია. K ლიგა 2-ის ბომბარდირთდა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება, რომლებმაც 5-5 გოლი შეაგდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები