ყველანაირ ჭორს ბოლო მოეღო - მესიმ "ბარსასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა!
რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც კატალონიური კლუბის მილიონობით ქომაგი გაახარა - ლეო მესიმ გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
შეთანხმების თანახმად, არგენტინელი "ბლაუგრანას" მაისურს 2021 წლამდე ატარებს და მისი გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევრო იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო თვეებში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ლეო "ბარსას" 2018 წლის ზაფხულში დატოვებდა, რადგან ის კლუბის ბორდითა და მათი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ლეო მესი "ბარსელონას" პირველი გუნდის ღირსებას 2004 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 602 შეხვედრაში 523 გოლი და 234 შედეგიანი გადაცემაა.