დალას მავერიქსი, ლუკა დონჩიჩი, კაირი ირვინგი
Aa
Aa

დალასმა სერია დახურა - მავერიქსს ოკლაჰომა ელოდება

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალის მეექვსე შეხვედრაში „დალასმა“ საკუთარ დარბაზში „კლიპერსი“ 114:101 დაამარცხა და სერიაში 4:2 გაიმარჯვა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი „მავერიქსის“ გამთამაშებელი კაირი ირვინგი იყო, რომელმაც 42 წუთში 30 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან ცხრიდან ხუთი სამქულიანი და ათიდან ექვსი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოები 60-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა.

ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა დალასელთა სლოვენიელმა სუპერვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა, რომლის ანგარიშზეც 43 წუთში 28 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნაა. ლუკას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პერიმეტრიდან ტყორცნებში ჰქონდა და მისი ათი მცდელობიდან ზუსტი მხოლოდ ერთი გამოდგა, ორქულიანები 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და თერთმეტიდან რვა საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება დამარცხებულ ლოს-ანჯელესის გუნდს, მათ რიგებში 20 ქულითა და 4 მოხსნით საუკეთესო მცველი ნორმან პაუელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის პირველ რაუნდში “დალასი“ და „კლიპერსი“ ბოლო ხუთ წელიწადში მესამედ შეხვდნენ და „მავერიქსმა“ მეტოქის დამარცხება პირველად მოახერხა. დალასელების მეტოქე დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „ოკლაჰომა სითი თანდერი“ იქნება, რომელმაც მეოთხედფინალურ ეტაპზე „ნიუ ორლეან პელიკანსი“ მარტივად, 4:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაქსის სასწაული და ოვერტაიმი | ფილადელფია ბრძოლას განაგრძობს
მაქსის სასწაული და ოვერტაიმი | ფილადელფია ბრძოლას განაგრძობს