გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მესტალიაზე გამართულ 5-ზე მეტ მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდათი ინტერესდება

გიორგი მამარდაშვილი ევროპული კლუბების რადარებზე იმყოფება. ბოლო დღეებია, „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს რამდენიმე გრანდს უკავშირებენ და „მამარდას“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, Relevo-მ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ესპანური გამოცემის მიხედვით, ერთადერთი კლუბი, რომელმაც რეალური ნაბიჯი გადადგა, „ნიუკასლი“ გახლავთ. „კაჭკაჭების“ წარმომადგენლები გიორგის თვალს აქტიურად ადევნებენ და კლუბის სკაუტები „მესტალიაზე“ გამართულ 5-ზე მეტ მატჩს დაესწრნენ, რათა მამარდაშვილის თამაში შეეფასებინათ.

Relevo-ს მიხედვით, ამ მომენტისთვის, „ნიუკასლი“ არის ერთადერთი კლუბი, რომელმაც საკუთარი ინტერესი ოფიციალურად დააფიქსირა და მზადაა, ქართველი მეკარის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მამარდაშვილს „კაჭკაჭების“ რიგებში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საუბარი პრემიერ ლიგას ეხება და გიორგიმ „ვალენსია“ თუ დატოვა, მისი პრიორიტეტი სწორედ ინგლისია. მეორე საკითხი „ნიუკასლის“ პოზიციას უკავშირდება. „კაჭკაჭები“ თანახმა არიან, მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი მისცენ, რაც „მამარდას“ ერთ-ერთი მოთხოვნა გახლავთ.

Relevo-ს ცნობით, არაა გამორიცხული, ზაფხულში ქართველ მეკარეს სხვა მსურველები გამოუჩნდნენ, მაგრამ ამ მომენტისთვის, ყველაზე რეალური „ნიუკასლია“. „ღამურებს“ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია აქვთ და გიორგის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს მიღება სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სიგიჟეა, ჩემპიონები ასე არ იქცევიან“ - ვოლკანოვსკი თოფურიაზე
„ეს სიგიჟეა, ჩემპიონები ასე არ იქცევიან“ - ვოლკანოვსკი თოფურიაზე