ბარსელონა, რონალდ არაუხო
Aa
Aa

გაუმჯობესებული კონტრაქტი არაუხოს - ბარსას მისი გაშვება არ სურს

რონალდ არაუხოს მომავალი კვლავ ბუნდოვანია. ბოლო პერიოდში ესპანური მედია წერდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბარსელონა“ მას ტრანსფერზე დააყენებდა.

ეს იქიდან გამომდინარე უნდა მოხდეს, რომ „ბლაუგრანას“ ფინანსური კრიზისი აქვს და გუნდიდან რამდენიმე ტოპ ფეხბურთელი უნდა წავიდეს.

ამ ყველაფრის ფონზე MundoDeportivo განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ „ბარსელონას“ ურუგვაელი უკანახაზელის შენარჩუნება სურს.

წყაროს ცნობით, „ბლაუგრანა“ მას ახალ და გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს და არჩევანი თავად არაუხოზე იქნება. თუ დათანხმდება მას ანაზღაურებას მოუმატებენ, მაგრამ თუ წასვლას გადაწყვეტს, წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარსა სარფიან წინადადებას მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდის გადაბირებით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდებიან.

BILD-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ მზად არის არაუხოს სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს, თანაც იმის ფონზე, რომ მიუნხენურ გრანდს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, რომ არაუხო კატალონიური გრანდის პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს. 2020 წლიდან დღემდე 25 წლის უკანახაზელმა ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 148-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ობლაკს ტრანსფერზე დააყენებენ | AS-ი ატლეტიკოს მამარდაშვილს უკავშირებს
ობლაკს ტრანსფერზე დააყენებენ | AS-ი ატლეტიკოს მამარდაშვილს უკავშირებს