რაფაელ ნადალი, ალექს დე მინო
Aa
Aa

დიდებული ნადალი - მადრიდში დე მინო დაამარცხა

მადრიდის მასტერსის 1/32 ფინალში რაფაელ ნადალი ალექს დე მინოს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6 6:3 დაამარცხა.

პირველი სეტი მეტად დაძაბული გამოდგა. „მატადორმა“ მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა დე მინომ უმალ უკუბრეიკი მიითვალა და წონასწორობა აღდგა.

იმ დროს, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, ავსტრალიელმა ნადალის ჩაწოდება მოიგო და წინ გავიდა, თუმცა კვლავ იგივე განმეორდა და რაფამ უკუბრეიკი შეასრულა. ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტი ესპანელი იყო და 8:6 მოიგო.

მეორე სეტი ნადალს შედარებით გაუადვილდა. პირველივე გეიმში დე მინოს ჩაწოდება მოიგო და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. მეცხრე გეიმში კვლავ ბრეიკი და რაფა მატჩს იგებს. აღნიშნული დაპირისპირება 2 საათი და 3 წუთი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში გამართულ ტურნირზე ნადალი სწორედ დე მინოსთან დამარცხდა. 1/16 ფინალში ლეგენდარული ესპანელი პედრო კაჩინს დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაიმერმა ტრავმა მიიღო - რეალთან მუსიალაც საეჭვოა
ლაიმერმა ტრავმა მიიღო - რეალთან მუსიალაც საეჭვოა