ლესტერ სიტი, ჯეიმი ვარდი
Aa
Aa

გმირები დაბრუნდნენ - ლესტერი პრემიერ ლიგაში ითამაშებს

ინგლისის ჩემპიონშიფის გასულ ტურში „ლესტერმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებით, „მელიები“ პრემიერ ლიგაში დაბრუნდნენ.

ჩემპიონშიფის დასრულებამდე 2 ტური დარჩა და „ლესტერი“ 94 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე პოზიციაზე 90 ქულით „ლიდსი“ იმყოფება, თუმცა მათ 1 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული და პირველ ადგილზე ვეღარ გადავლენ.

მიმდინარე სეზონში, ენცო მარესკას გუნდმა 44 მატჩიდან 30 მოიგო, 3 წააგო და 10 ფრედ დაასრულა. რა თქმა უნდა, „ლესტერის“ მხრიდან ყველაზე მეტი გოლი(16) ჯეიმი ვარდის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ 2015/2016 წლებში, კალუდიო რანიერის ხელმძღვანელობით „ლესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგა მოიგო.

ცნობისთვის, შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგაში „ლესტერთან“ ერთად „ლიდსი“ ითამაშებს, ხოლო პლეი-ოფში „იფსვიჩი“, „საუთჰემპტონი“, „ვესტ ბრომვიჩი“ და „ნორვიჩი“ გავიდნენ. პრემიერ ლიგიდან გავარდნის კანდიდატები „ლუტონი“, „ბარნლი“ და „შეფილდი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუბო: რეალს გაუმართლა, ამ გოლს ჩემპიონთა ლიგაზე არ გააუქმებდნენ
კუბო: რეალს გაუმართლა, ამ გოლს ჩემპიონთა ლიგაზე არ გააუქმებდნენ