იურგენ კლოპი, არნე სლოტი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ვინ მოამზადებს ლივერპულს - არნე სლოტის მინუსები და პლუსები

„ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იურგენ კლოპის შემცვლელის ვინაობა თითქმის გადაწყვეტილია. მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელებმა „ფეიენოორდთან“ არნე სლოტის კონტრაქტის გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და “წითლებს” მომდევნო სეზონიდან სათავეში 45 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი ჩაუდგება. როტერდამის კლუბი კომპენსაციის სახით 7.5 მილიონ ფუნტს მიიღებს, თავად სლოტის ყოველწლიური ანაზღაურების შესახებ კი, ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერი იწერება. მოლაპარაკებების პროცესში გადამწყვეტი როლი თავად მწვრთნელის სურვილმა ითამაშა, რომელმაც როგორცკი შეიტყო პრემიერ ლიგის გრანდის მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ, გუნდის შეფებს სთხოვა, შეთანხმების მიღწევისთვის მაქსიმალურად ეზრუნათ. რაც შეეხება „ლივერპულს“, ისინი კლოპის შემცვლელად უამრავ კანდიდატურას განიხილავდნენ, თუმცა ჩაბი ალონსოს უარის შემდეგ, რომელმაც „ლევერკუზენში“ დარჩენა გადაწყვიტა, საბოლოოდ სლოტის ვარიანტი შეარჩიეს. მიზეზი ორია: პირველი ის, რომ სლოტი შემტევი ფეხბურთის მოყვარულია, მეორე კი მას ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება უყვარს, რასაც მერსისაიდელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

არნე სლოტი 1978 წლის 17 სექტემბერს დაიბადა. ფეხბურთს უმაღლეს დონეზე 1995-2013 წლებში თამაშობდა და ამ ხნის მანძილზე „ცვოლეში“, „ბრედასა“ და როტერდამის „სპარტაში“ ჩატარებულ 462 შეხვედრაში ამპლუით ნახევარმცველმა 100 გოლი გაიტანა. სამწვრთნელო მოღვაწეობა 2016 წელს „კამბურში“ დაიწყო, რომელსაც ერთი სეზონი ამზადებდა. ამას მოჰყვა „ალკმაარში“ გატარებული ასევე ერთი წელი. 2021 წლის 1 ივლისიდან კი “ფეიენოორდს” ავარჯიშებს, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 147 მატჩიდან 95 მოიგო, 29 ფრედ დაასრულა და 23 წააგო. სლოტის მწვრთნელობის პერიოდში როტერდამელები ერთხელ უეფას კონფერენს ლიგის ვიცე-ჩემპიონები (2022), ერთხელ ქვეყნის ჩემპიონები (2023) და ერთხელ ნიდერლანდების თასის მფლობელები (2024) გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: ალონსოს მესმის, მსგავს სიტუაციაში მეც ასე მოვიქეცი და არ მინანია
კლოპი: ალონსოს მესმის, მსგავს სიტუაციაში მეც ასე მოვიქეცი და არ მინანია