ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლუკა მარკეტი
Aa
Aa

„კვარასა და ოსიმენის ფასი დავარდა, მათი გაყიდვის რისკი არსებობს...“

Sky Sport-ის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი „ნაპოლის“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბაზარზე ოსიმენისა და კვარაცხელიას ფასი ამჟამად დავარდნილია. დე ლაურენტისი კი სატრანსფერო ღირებულებას თავად ვეღარ კარნახობს.

„ნაპოლის ფეხბურთელებს მათ რეალურ ღირებულებასთან შედარებით ახლა უფრო დაბალი ფასი აქვთ. ეს სუსტი სეზონით არის განპირობებული. მათ შესაბამის დონეზე არ უთამაშიათ. შეიძლება ითქვას, ახლა ნაპოლისთვის ფეხბურთელების გასაყიდად იდეალური მომენტი არ არის. თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, თითქმის ყველა მოთამაშის ფასი შემცირებულია.

მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია - ამ სეზონში მას ის ფეხბურთი არ უჩვენებია, რაც გასულ წელს და ახლა მისი გაყიდვა იაფად არის შესაძლებელი. ოსიმენის შემთხვევაში ცოტა სხვა ვითარებაა, რადგან მის კონტრაქტში უკვე არსებობს გამოსასყიდი ღირებულება. თუმცა საგულისხმოა ის, თუ ვის აქვს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა“.

- ამბობს მარკეტი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიასთან ხელშეკრულების 1 წლით, ანუ 2028 წლამდე გაგრძელებას ცდილობს. ხვიჩა ახალი კონტრაქტის მიხედვით წლიურად 4 მილიონ ევროს მიიღებს. ჯერჯერობით მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრა არ შემდგარა და არანაირი თანხმობა არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამ კომპონენტში საუკეთესოა - მამარდას უნიკალური შედეგი ლა ლიგაში
ამ კომპონენტში საუკეთესოა - მამარდას უნიკალური შედეგი ლა ლიგაში