ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, სერჟ გნაბრი, აივან ტოუნი, ნიკო უილიამსი, ბენიამინ შეშკო
Aa
Aa

კვარა, მბაპე, გნაბრი და სხვები | Talksport-ის სტატია ევრო 2024-ზე

ევრო 2024-ის დაწყებამდე 50 დღეა დარჩენილი და Talksport-მა მოახლოებულ ტურნირს საინტერესო სტატია მიუძღვნა. ბრიტანულმა გამოცემამ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც შანსი ექნებათ, ევროპის ჩემპიონატზე მაღალი დონის ჩვენების წყალობით, მეგა-ტრანსფერი და გრანდში გადასვლა დაიმსახურონ.

ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ Talksport-ის სიაში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელსაც ვხედავთ. ბრიტანულმა გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და მასზე მოკლედ დაწერა.

„იტალიაში კვარადონას მეტსახელით ცნობილმა ფეხბურთელმა, შარშან, სერია A-ს შტორმივით გადაუარა. სკუდეტოს მომგები ნაპოლის პრობლემების მიუხედავად, კვარაცხელია მიმდინარე სეზონშიც თითქმის ისეთივე პროდუქტიულია, როგორიც გასულ სეზონში იყო. მისი აგენტი ირწმუნება, რომ ფეხბურთელს ელიტარული კლუბები აკვირდებიან და თუ გერმანიაში ბრწყინვალე ტურნირი ჩაატარა, შესაძლოა, მის გასაფორმებლად რომელიმე კლუბმა ნაბიჯიც გადადგას“, - წერს Talksport-ი.

კვარაცხელიას გარდა, ბრიტანული გამოცემის რეიტინგში კილიან მბაპე, სერჟ გნაბრი, აივან ტოუნი, ანტონიუ სილვა, ბენიამინ შეშკო, ნიკო უილიამსი, ჯორჯო სკალვინი, იოჰან ბაკაიოკო და ჟან-კლერ ტოდიბო მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა“ - დი ლორენცოს აგენტმა კვარაზე ისაუბრა
„განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა“ - დი ლორენცოს აგენტმა კვარაზე ისაუბრა