ვაჟა მარგველაშვილი
Aa
Aa

ოქროს შანსი პირველივე დღეს - მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სტარტი აიღო ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატმა.

ტურნირის საწყის დღეს მედლისთვის ორი ქართველი ძიუდოისტი - ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იბრძვიან.

ცოტა ხნის წინ, ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალში იასპარეზა და ესპანელი ალბერტო გაიტერო მონტერო იპონით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ჯერ ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი მეტოქეს სუფთა გდება შეუსრულა.

ნახევარფინალამდე მარგველაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში ავსტრიელ მარკუს აუერს მოუგო, 1/4 ფინალში კი იტალიელი მატეო პირასი გამოთიშა ასპარეზობას.

რამდენიმე წუთში ტატამიზე საქართველოს სახელით ეთერ ლიპარტელიანიც წარსდგება, რომელიც ნახევარფინალურ ეტაპზე უკრაინელ დარია ბილოდიდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები