ლუკა დონჩიჩი, კავაი ლეონარდი, ჯეიმს ჰარდენი, კაირი ირვინგი, პოლ ჯორჯი
Aa
Aa

კლიპერსს კავაი ლეონარდი დაუბრუნდა | დალასმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

„დალას მავერიქსმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ლუკა დონჩიჩმა და კომპანიამ „კლიპერსი“ სტუმრად დაამარცხეს და მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს - 96:93. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, რომელიც „დალასმა“ უკეთესად ჩაატარა.

„მავერიქსის“ რიგებში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო. სლოვენიელმა კალათბურთელმა პარკეტზე თითქმის 46 წუთი გაატარა და 32 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. კაირი ირვინგს 23 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა, პი ჯეი ვაშინგტონმა კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

„კლიპერსს“ კავაი ლეონარდი დაუბრუნდა, რომელმაც პირველი შეხვედრა ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა. ლეონარდს კარგი მატჩი არ ჰქონია და 15 ქულა დააგროვა, პოლ ჯორჯსა და ჯეიმს ჰარდენს 22-22 ქულა ჰქონდათ, ივიცა ზუბაცმა 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

ცნობისთვის, სერიაში ანგარიში თანაბარია - 1:1 და მომდევნო ორი შეხვედრა დალასში გაიმართება. მესამე მატჩს 27 აპრილს ვიხილავთ და თბილისის დროით, 04:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს საოცარი გოლი - დავითაშვილი მაგარ ფორმაშია
ზურიკოს საოცარი გოლი - დავითაშვილი მაგარ ფორმაშია