ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს საოცარი გოლი - დავითაშვილი მაგარ ფორმაშია

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ’’ უშუალო კონკურენტი „დიუნკერკი’’ მიიღო და 2:0 მოუგო.

ტრადიციულად, ჟირონდელთა მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში ათამაშა. 38-ე წუთზე ვიპოტნიკმა ანგარიში გახსნა, 46-ე წუთზე ვიპოტნიკის საგოლე პასით დავითაშვილმა გაიტანა, ბრწყინვალედ იმოქმედა, მეკარე „დააწვინა’’ და ბურთი თავზე გადაუგდო.

დავითაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 33 მატჩში (27 სასტარტოში) 6 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს.

„ბორდო’’ 44 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე 4 ტური რჩება. სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჟირონდელები საუკეთესო ხუთეულს 8 ქულით ჩამორჩებიან. „ბორდო’’ შემდეგ ტურში „ლავალს'' ესტუმრება (27 აპრილი, 21:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები