უელსის მორაგბეთა ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

Daily Mail: „საქართველოსა და უელსის ტესტ-მატჩი აღარ გაიმართება“ - რა გახდა მიზეზი?!

საქართველოსა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებს შორის შემოდგომაზე დაგეგმილი ტესტ-მატჩი აღარ გაიმართება. ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი მოკლევადიანი სანაკრებო ფანჯარა გახდა, რომლის მიხედვითაც მორაგბეების უმრავლესობას თავის კლუბებში მოუწევთ დაბრუნება.

გამოცემა წერს, რომ მხარეები მატჩის 2 ნოემბერს გამართვაზე მუშაობდნენ, თუმცა, სანაკრებო ფანჯარა თარიღამდე 1 კვირით ადრე რჩება და სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა დაბრკოლების მთავარი მიზეზი.

ამავდროულად, Daily Mail-ი წერს, რომ მხარეები ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობენ, რომელიც ტესტ-მატჩის 2025 წლის ზაფხულის ტესტებზე ჩატარებას ითვალისწინებს. მომავალი წლისთვის, გუნდებს განრიგი დაგეგმილი ჯერჯერობით, არ აქვთ და დიდი შანსია, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

პარალელურად, გამოცემა აღნიშნავს, რომ უელსელები აქტიურად ლობირებენ ექვსი ერის ფორმატის შეცვლას და აცხადებენ, რომ ტურნირზე აღზევება-დაქვეითების ფორმატი უნდა დაინერგოს, რათა ტიერ 2-ის გუნდებს წამყვან ევროპულ გრანდებთან რეგულარული თამაშის შესაძლებლობა მიეცეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები