ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, გრანტ დოუსონი
Aa
Aa

„მაქსი ძლიერია, მაგრამ ჩემპიონად ილია დარჩება“ - UFC-ის მებრძოლი

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, გრანტ დოუსონმა MMA News-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი დააფიქსირა.

რას ამბობს დოუსონი:

ადრე არაერთხელ ვნახეთ, რომ მაქს ჰოლოუეის გიჟური, დაუჯერებელი შესრულება აქვს, მაგრამ როდესაც ჩემპიონთან იბრძვის, მიზნამდე ძალიან ცოტა აკლდება. ვნახეთ, როდესაც კელვინ კატარის წინააღმდეგ იბრძოლა, რა უქნა. ამ ბრძოლის შემდეგ ვამბობდი, რომ მაქს ჰოლოუეის ვერავინ დაამარცხებდა, თუმცა, შემდეგ ვოლკანოვსკი გამოჩნდა და საჩემპიონო ბრძოლა მარტივად მოუგო. ახლა კი ის გეიჯისთან იგივე ვიხილეთ, შეიძლება, დარტყმის ძალაში დიდი სხვაობა არ ყოფილა, მაგრამ გეიჯისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა.

დღეისთვის, ილია თოფურია 65 კგ. წონით დივიზიონში საუკეთესო მებრძოლია. მრავალმხრივი და ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ილია თოფურია მაქსს დაამარცხებს. მაინტერესებს, წონის კლებას გავლენა ექნება თუ არა და მაქსი, გეიჯისთან ასე კარგად იმიტომ ხომ არ გამოიყურებოდა, რომ 70 კილოგრამში იჩხუბა.  არ ვიცი, მგონია, რომ თოფურია ჩემპიონად დარჩება.

ცნობისთვის, გრანტ დოუსონს MMA-ში 23 ბრძოლა აქვს გამართული და 20-ჯერ შეძლო გამარჯვება და ორ ბრძოლაში დამარცხდა, ასევე, ერთი დაპირისპირება ნოუ ქონთექსთად გამოცხადდა. ამერიკელმა მებრძოლმა UFC-ში 11-ჯერ იჩხუბა და 9-ჯერ გაიმარჯვა.

 შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. „დალოცვილად“ წოდებულმა ჰოლოუეიმ ცოტა ხნის წინ BMF-ის ქამარზე ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბა და მეტოქე შეხვედრის დასრულებამდე 1 წამით ადრე ნოკაუტით დაამარცხა. 

ჰოლუეისა და გეიჯის ბრძოლას ილია თოფურიაც ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ „დალოცვილმა“ ქართველი მებრძოლი დარბაზშივე გამოიწვია, მოგვიანებით კი თოფურიამ უპასუხა, რომ მასთან ბრძოლისთვის მზადაა. რამდენიმე დღის წინ, „მატადორმა“ განაცხადა, რომ მისი სურვილია, ბრძოლა მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საინტერესოა, შეძლებს, თუ არა მაქსთან იგივეს გაკეთებას“ - ალჯო თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლაზე
„საინტერესოა, შეძლებს, თუ არა მაქსთან იგივეს გაკეთებას“ - ალჯო თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლაზე