სი ჯეი მაკკოლუმი, იონას ვალანჩუნასი, დემიენ ლილარდი, კრის მიდლტონი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ჯეილენ უილიამსი, ბობი პორტისი, პასკალ სიაკამი
Aa
Aa

ლილარდის შოუ ინდიანასთან | ოკლაჰომა წაგებას გადაურჩა

NBA-ში პლეიოფები მიმდინარეობს და პირველი რაუნდის პირველ შეხვედრებში რვავე მასპინძელმა იმარჯვა. დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდს, „ოკლაჰომა სითი თანდერს“ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია და „ნიუ ორლეან პელიკანსს“ 2 ქულით მოუგო.

შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე, „პელიკანსს“ წინ გასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ სი ჯეი მაკკოლუმის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა და „ოკლაჰომამ“ 94:92 მოიგო. „თანდერის“ რიგებში საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო - 28 ქულა, 6 მოხსნა, 4 ასისტი, ჯეილენ უილიამსმა 19 ქულა დააგროვა, ჩეტ ჰოლმგრენმა - 15 ქულა, 11 მოხსნა. „ნიუ ორლეანის“ მხრიდან 21 ქულით ტრეი მერფი მესამე გამოირჩა, მაკკოლუმმა 20 ქულა გააკეთა, იონას ვალანჩუნასის ანგარიშზე 13 ქულა და 20 მოხსნა იყო.

დასავლეთ კონფერენციიდან აღმოსავლეთ კონფერენციაში გადავინაცვლოთ, სადაც იანის ანტეტოკოუნმპოს გარეშე მოასპარეზე „მილუოკი ბაქსმა“ „ინდიანა პეისერსს“ შანსი არ დაუტოვა - 109:94. „ბაქსმა“ და მისმა ლიდერმა, დემიენ ლილარდმა პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარეს. „დეიმ დოლას“ საწყის 24 წუთში 35 ქულა ჰქონდა, „ინდიანას“ – 42. ლილარდი ისტორიაში მესამე კალათბურთელია, რომელსაც პლეიოფის მატჩის ერთ ტაიმში მინიმუმ 35 ქულა ჰქონია. „პეისერსი“ ეცადა, მაგრამ თამაშში ვეღარ დაბრუნდა და გამარჯვება „მილუოკის“ დარჩა.

საინტერესოა, რომ ლილარდს მეორე ტაიმში ქულა არ აუღია და შეხვედრა 35 ქულით დაასრულა. კრის მიდლტონს 23 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, ბობი პორტისმა 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. „პეისერსის“ რიგებში ბრწყინვალე იყო პასკალ სიაკამი - 36 ქულა, 13 მოხსნა. მაილს ტერნერმა 17 ქულა ჩააგდო, თუმცა 17-დან მხოლოდ 5 ტყორცნა გამოიყენა.

ცნობისთვის, ხვალინდელ სათამაშო დღეს, 3 მატჩი გველოდება. „კლივლენდ კავალიერსი“ „ორლანდო მეჯიქს“ შეხვდება, „ნიუ იორკ ნიქსი“ – „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“, „დენვერ ნაგეთსი“ – „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 7 ქულა - ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა
შერმადინის 7 ქულა - ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა