ვალენსია, გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 7 ქულა - ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 98-73 დამარცხდა.

გიორგი შერმადინი ტენერიფელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 9-დან 5 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

30 ტურის შემდეგ „ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 19 მოგებითა და 19 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, „მანრესას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები