ლევან საგინაშვილი, დევონ ლარატი
Aa
Aa

ლარატი გაანადგურა - საგინაშვილი საჩემპიონო ქამარს დაეუფლა

სტამბოლში, მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში მონაწილეობა ქართველმა ჰალკმა იგივე ლევან საგინაშვილმა მიიღო. ლევანის მოწინააღმდეგე კანადელი დევონ ლარატი იყო, რომელიც საგინაშვილმა მარტივად. რაუნდის დათმობის გარეშე(4:0) დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაესაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ლევანმა 1 წელზე მეტი გამოტოვა და დღეს პირველი ბრძოლა გამართა. საბედნიეროდ, ქართელმა ჰალკმა საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. ასევე გეტყვით, რომ საგინაშვილი და ლარატი აქამდეც შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვება ქართელ ჰალკს დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები