პეპ გუარდიოლა, ჟოზე მოურინიო, რივალდო
Aa
Aa

მოურინიო ბარსელონასთვის საუკეთესო კანდიდატურაა - რივალდოს სენსაციური განცხადება

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ მისი დარჩენის შანსები ალბათ საბოლოოდ გამოირიცხა. შესაბამისად, „ბლაუგრანას“ მომავალი მწვრთნელის თაობაზე ათასგვარი მოსაზრება არსებობს, რასაც პრესაში ურთიერთგამორიცხავი ინფორმაციების გავრცელება ემატება. „ბარსას“ ლეგენდამ რივალდომ კი სენსაციური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ყოფილი გუნდისთვის ამ ეტაპზე ყველაზე შესაფერი კანდიდატურა ჟოზე მოურინიოა.

რა თქვა რივალდომ მოურინიოზე

არსებობს ბევრი გულშემატკივარი, რომელიც არ იღებს არასოდეს იმ მწვრთნელს, ვისაც მეტოქე კლუბში უმუშავია ან მასთან რაიმე კავშირი ჰქონია. თუმცა, ჟოზესთვის „რეალის“ მსგავსად უცხო არც „ბარსელონაა“ და აქ ბობი რობსონთან ერთად მუშაობდა. თანაც, ის ამჟამად თავისუფალია და შესაბამისად, ჟოან ლაპორტას პორტუგალიელი სპეციალისტის დათანხმება უფრო გაუადვილდება, ვიდრე „მანჩესტერ სიტიდან“ პეპ გუარდიოლას წამოყვანა. გარდა ამისა, მოურინიო როგორც ესპანეთის ლა ლიგას, ასევე ჩემპიონთა ლიგას კარგად იცნობს და მისი გამოცდილება კატალონიურ კლუბს ბევრ სარგებელს მოუტანს.

ჟოზე მოურინიო 2024 წლის 16 იანვრის შემდეგ უმუშევარია - მისი ბოლო სამუშაო ადგილი „რომა“ იყო, სადაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გამოუშვეს. „ბარსელონას“ პრინციპულ მეტოქე „რეალს“ კი ის 2010-2013 წლებში ამზადებდა და მადრიდელებს თითოჯერ ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სირცხვილია“ - ჩავიმ პრესკონფერენციაზე მსაჯი გააკრიტიკა
“სირცხვილია“ - ჩავიმ პრესკონფერენციაზე მსაჯი გააკრიტიკა