ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„სასაცილოა, რასაც ამბობს“ | მაქს ჰოლოუეიმ ილიას უპასუხა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიას უპასუხა. „ელ მატადორმა“ არიელ ჰელვანისთან სტუმრობისას განაცხადა, რომ „დალოცვილთან“ იმ შემთხვევაში იჩხუბებს თუ ის BMF-ის (Baddest Motherfucker-ის სიმბოლური ქამარი) ქამარს ჩამოვა, რასაც ჰოლოუეი ასე გამოეხმაურა:

„BMF-ები ასე არ ლაპარაკობენ. BMF-ები არ ამბობენ: „ამ მებრძოლთან ჩხუბს არ ვაპირებ თუ ეს არ მოხდება...“ ეს არა BMF-ური ქმედებაა. BMF-ები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ წონაში, ნებისმიერ ადგილას ჩხუბობენ. მისი ქმედება BMF-ის საქციელს არ ჰგავს და ამ მომენტისთვის, ჩემი მთავარი მიზანი თოფურიასთან ჩხუბია.

ხალხი ხშირად მეკითხება, ილიაზე რას ვფიქრობ. თოფურია საეჭვო ტიპია. ჩვენი წონის ყველა მებრძოლი, რომლებსაც ქამრის მოპოვების პრეტენზია ჰქონდათ, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმდე ჩემთან ჩხუბობდნენ. თოფურია არის ბიჭი, რომელმაც თავი ამარიდა. არ ვიცი, როგორ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს მოახერხა და სატიტულო ბრძოლა მიიღო.

თოფურიამ მოუგო ვოლკს, რაც მე არ გამომივიდა. ილია მას ერთხელ ეჩხუბა, მე სამჯერ ვეჩხუბე. ვნახე რაც თქვა, თითქოს 9 წუთში გააკეთა ის, რაც მე 90 წუთში ვერ გავაკეთე. ეს სასაცილოა. მეგობარო, შენს ასაკში საჩემპიონო ქამარი უკვე დაცული მქონდა. ასე რომ, უკან ხარ და უნდა დამეწიო“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი 17 თებერვალს, ნოკაუტით დაამარცხა, მაქს ჰოლოუეიმ კი გასულ უქმეებზე BMF-ის ქამრისთვის ბრძოლა ჯასტინ გეიჯის მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილი გიგანტი ხდება“ | ვალენსიური გაზეთის სტატია ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილი გიგანტი ხდება“ | ვალენსიური გაზეთის სტატია ქართველ მეკარეზე