ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

თოფურიამ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა | „მერაბი მაგრად სცემს“

ილია თოფურია MMA-ის ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის სტუმარი იყო და მის გადაცემაში, The MMA Hour-ში ბევრ თემაზე ისაუბრა. UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა შონ ომალისთან შეხვედრაც გაიხსენა და გაგვიზიარა თემა, რომელზეც „შუგასთან“ ისაუბრა.

„UFC 300-ზე შონ ომალის შევხვდი და საჩემპიონო ქამრის წარმატებულად დაცვა მივულოცე. ომალიმ მითხრა, რომ ქამრის დაცვას მომავალშიც გააგრძელებს და თუ მეც იგივე გავაკეთე, UFC-ის ისტორიაში უდიდეს ჩხუბს შევქმნით. მეც მგონია, რომ თუ ტიტული არ დაკარგა, ჩვენი ბრძოლა UFC-ის ისტორიაში უდიდესი იქნება.

ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ მჯერა, რომ მერაბ დვალიშვილი მაგრად სცემს. თუ ომალიმ მანქანასაც მოუგო, ე.ი ჩემთან ჩხუბსა და მეორე ქამრის მოპოვების შანსს იმსახურებს. თუ საკუთარ წონით დივიზიონში დომინანტი ხარ, მაღალ დივიზიონში ასვლის შანსი უნდა მიიღო, მაგრამ ამ მომენტისთვის, ჩვენს ჩხუბს არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ომალის, მერაბის სახით, ჰყავს მებრძოლი, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლას იმსახურებს და მჯერა, რომ დვალიშვილი მას დაამარცხებს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა, ომალიმ კი მარლონ „ჩიტო“ ვერას მოუგო. UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, „შუგას“ მომდევნო მეტოქე მერაბ დვალიშვილი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია, კონტე კი...“ - ცნობილი ექსპერტი ნაპოლის გეგმებზე
„კვარას დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია, კონტე კი...“ - ცნობილი ექსპერტი ნაპოლის გეგმებზე