საქართველოს ფუტსალის ნაკრები, ირაკლი თოდუა, გიორგი ღავთაძე
Aa
Aa

ბრწყინალე კომბინაცია და თოდუას გამარჯვების გოლი - საქართველომ აზერბაიჯანს მოუგო

ფუტსალში, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანი 2:1 დაამარცხა.

ანგარიში რონინიოს პასით გიორგი ღავთაძემ გახსნა. წონასწორობა მალე აღდგა, ემილ ჰასანზადეს გადაცემა კენან მანაფოვის გოლით დასრულდა.

გამარჯვების გოლისას ბრწყინვალე კომბინაცია გათამაშდა, რონინიოს პასს გიორგი ჩიმაკაძის ბრწყინვალე საგოლე გადაცემა მოჰყვა, შეტევა ირაკლი თოდუამ ზუსტი დარტყმით დაასრულა.


საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული: ზვიად კუპატაძე, შოთა თოფურია, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ვახტანგ ჯვარაშვილი

სათადარიგოთა სკამზე შემდეგი მოთამაშეები ისხდნენ: ნიკოლოზ ფხაკაძე, ბექა ტყემალაძე, რონინიო, საბა ტყეშელაშვილი, ირაკლი თოდუა, ბექა ბექაური, ოთარ ბერეჩიკიძე, ჯანიკო გიორგაია, ჯანო კვარაცხელია, გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები