NBA-ის პლეიოფის დროა | ვინ ვისთან იწყებს ბეჭდებისთვის ბრძოლას
Aa
Aa

NBA-ის პლეიოფის დროა | ვინ ვისთან იწყებს ბეჭდებისთვის ბრძოლას

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც პლეიოფში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და პლეი-ინის ტურნირში მე-7 და მე-8 ადგილებისთვის იბრძოლებენ.

დასავლეთ კონფერენციაში პირველი პოზიცია „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ დაიკავა. „ოქეისის“ სავარაუდო მეტოქე პლეი-ინში გაირკვევა. მე-9 ადგილზე გასული „საკრამენტო კინგსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდება. წაგებული საჩემპიონო ბეჭდისთვის ბრძოლას ეთიშება, მოგებული „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წყვილის წაგებულს დაუპირისპირდება და „ოკლაჰომას“ მოწინააღმდეგეს გაარკვევს. „ლეიკერსისა“ და „პელიკანსის“ გამარჯვებული „დენვერ ნაგეთსზე“ გავა.

ამ მომენტისთვის, დასავლეთ კონფერენციაში ცნობილია, რომ „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ „დალას მავერიქსს“ შეხვდება, ხოლო „მინესოტა ტიმბერვულვზი“ – „ფინიქს სანსს“. აღმოსავლეთ კონფერენცია „ბოსტონ სელტიქსმა“ მოიგო და მის მეტოქეს პლეი-ინის მონაწილეები გაარკვევენ. „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ და „მაიამი ჰიტი“ მე-7 და მე-8 პოზიციებზე გავიდნენ და პლეი-ინში ერთმანეთს შეხვდებიან. მოგებული პლეიოფში „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდება, წაგებული „ჩიკაგო ბულსისა“ და „ატლანტა ჰოუქსის“ გამარჯვებულთან ითამაშებს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ პირველი მეტოქე „კლივლენდ კავალიერსია“, რომელსაც საკუთარი კედლების უპირატესობა აქვს. „მილუოკი ბაქსი“ საუკეთესოს ვინაობას „ინდიანა პეისერსთან“ გაარკვევს და იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდი პირველ ორ შეხვედრაში საშინაო არენაზე გამართავს.

ცნობისთვის, პლეი-ინის ტურნირი 17 აპრილს დაიწყება და თბილისის დროით, 03:30-ზე, „ლეიკერსი“ „პელიკანსს“ დაუპირისპირდება, 06:00-ზე, „გოლდენ სტეიტისა“ და „საკრამენტოს“ მატჩია ჩანიშნული, 18 აპრილს, აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ინის პირველ მატჩებს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გერმანიაში „საშოპინგოდ“ და ტურისტებად არ მივდივართ“ - სანიოლის ინტერვიუ The Athletic-თან
„გერმანიაში „საშოპინგოდ“ და ტურისტებად არ მივდივართ“ - სანიოლის ინტერვიუ The Athletic-თან